Gepherrini | რებრენდინგი brandit ის შესრულებით
Gepherrini MC ქართული ბრენდია, რომელიც 2 წელზე მეტია, რაც მომხმარებელს მაღალი ხარისხის ჩანთებს სთავაზობს. ცოტა ხნის წინ, კომპანიამ რებრენდინგი განახორციელა. ბრიფზე სააგენტო brandit-მა იმუშავა, რომლის ძირითადი საქმიანობა ბრენდინგი, სოციალური მედია მენეჯმენტი და ციფრული მარკეტინგია. ბრენდინგის კონცეფციაზე სააგენტოს კრეატიული დირექტორი გიორგი ბახუტაშვილი გვესაუბრა.
BOG xelfasi
M: როგორია Gepherrini-ის ახალი კონცეფცია? რა სიმბოლური დატვირთვა აქვს ლოგოს?
გეფერინის ახალ კონცეფციაზე ლოგოს რამდენიმე ვარიანტს ვფიქრობდით. გვინდოდა, რომ ლოგოში ასახული ყოფილიყო ყველა ის უპირატესობა და განსხვავება, რითაც გეფერინი მართლაც გამორჩეულია: ეს არის ჩანთების ფორმები, ფერები, კლასიკა და თანამედროვეობა ერთად. სწორედ ამიტომ ძირითადად სამი განსხვავებული მიმართულებით ვამუშავებდით ბრენდის ლოგოსა და დიზაინს. საბოლოოდ გადაწყვეტილება შეჩერდა აღნიშნულ დიზაინზე, რომელშიც აქცენტი გადატანილია ასობგერა “გ”-ზე. Gepherrini -ს პირველი ასო G. ლოგოში გავაერთიანეთ ქართული “გ” ასო, ძველი ქართული “გ” და ლათინური G არის Georgia და Gepherrini, ასევე მისი ლათინური გამოსახულება ხაზს უსვამს, რომ ეს წარმოება მხოლოდ საქართველოსთვის არ არის და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გადის. ლოგო არის მარტივი, გასაგები, კავშირი აქვს ბრენდთან, მის წარმოშობასთან და ასევე მსოფლიოსთან.
რაც შეეხება სლოგანს, სლოგანი ზუსტად ასახავს გეფერინის ბრენდის განსხვავებულ კონცეფციას, არასტანდარტულობას, – „როცა შთაგონება უსაზღვროა“ „When Inspiration is Limitless”.
M: რამ განაპირობა Gepherrini-ის რებრენდინგის აუცილებლობა?
მოგეხსენებათ, გეფერინი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ახორციელებს ჩანთების ექსპორტს. ეს ქვეყნებია: ამერიკის შეერთებული შტატები, საფრანგეთი, ყაზახეთი, უკრაინა და რუსეთი. კომპანია განსხვავებული ლოგოთი და ბრენდბუქის ელემენტებით სარგებლობდა ამ ქვეყნებში, საბოლოოდ, გადაწყვიტეს ერთი ბრენდის ქვეშ მოექციათ ეს ყველაფერი და ერთ ჩარჩოში გაეერთიანებინათ. გეფერინს მომავალშიც საკმაოდ დიდი გეგმები აქვს. ბრენდს კარგი ლოგოსა და ბრენდბუქის საჭიროება ნამდვილად ჰქონდა.
წყარო www.marketer.ge – Gepherrini | რებრენდინგი brandit ის შესრულებით