Brandit | ჩვენ შესახებ
Brandit | ჩვენ შესახებ
ჩვენთან განსხვავებული ადამიანები არიან შეკრებილნი, ზოგს უყვარს ჩაი და არა ყავა, ზოგს კი პირიქით. ზოგს წითელი ღვინოს მოწრუპვა უყვარს, ზოგი კი ცივ ლუდს ამჯობინებს. ეს დღეს, თორემ ხვალ შეიძლება ყველაფერი სხვაგვარად იყოს. აღარ გვიყვარდეს ჩაი ან ყავა და ბებოს კომპოტს მოვხადოთ თავი. ეს იმიტომ რომ არ გვიყვარს ერთფეროვნება, ადვილად ამოსაცნობი ყველაფერი მოსაბეზრებელია. გვიყვარს მუდმივი ფიქრი, რომელსაც მივყავართ იქამდე, სადამდეც სხვები ვერ მიდიან.
კრეატიული სააგენტო ბრენდით 2016 წელს შეიქმნა და მაშ შემდეგ 50 ზე მეტი ბრენდინგ პროექტი განახორციელა!
ჩვენი ტოტემი ჩიკორია. ხშირად ვაიგივებთ ჩვენ თავს ჩიკორთან. რატომ ჩიკორი? იმიტომ რომ ზუსტად ასახავს ჩვენს ხასიათს. მუდმივად საქმეში ვართ ჩართული, თუ სტატიკური გვნახეთ სადმე მხოლოდ დროებით, ყოველი ახალი ურთიერთობა ახალ დამკვეთთან კვლავ მუდმივ დინამიკაში გვაყენებს.
ჩვენ ვართ ბრენდით, გამარჯობა!
ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ თითოეულ პროექტზე მაქსიმალურად ვფოკუსირდეთ და ვივიწყებთ ყველა მანამდე არსებულს. ეს ყველაფერი გვეხმარება მაღალი ხარისხის პროდუქტის შექმნაში და რაც მთავარია ვცდილობთ ვიმუშავოთ მაქსიმალურად სწრაფად.
ჩვენი მისიაა ქართულ და არა მარტო ქართულ ბიზნესებს ხელი შევუწყოთ განვითარებაში და შევიტანოთ ჩვენი წვლილი მათ წარმატებაში.