fbpx
ჩაწერეთ რასაც ეძებთ
Brandit – ახალი მარკეტინგული სააგენტო ქართულ სარეკლამო ინდუსტრიაში

Brandit | Marketer ახალი სარეკლამო სააგენტო სარეკლამო ინდუსტრიაში

2016 წლის ოქტომბრიდან, ქართულ სარეკლამო ინდუსტრიაში Brandit – მარკეტინგული სააგენტო გამოჩნდა, რომლის შექმნის იდეაც მარკეტერ გიორგი ბახუტაშვილს ეკუთვნის. კომპანიას, დღეისათვის, უკვე რამდენიმე პროექტი აქვს განხორციელებული. მისი მთავარი მიზანია არსებულ კონკურენტულ გარემოში მაღალი ხარისხის კომპლექსური მომსახურების ხელმისაწვდომ ფასად გაწევა. როგორ გაჩნდა ბრენდის შექმნის იდეა, რა საშუალებებით აპირებს კომპანია კონკურენტუნარიანი ბაზრის ათვისებას, რა ნიშის დაკავებას გეგმავს და როგორია Brandit-ის სამუშაო პროცესი, ამ და სხვა საკითხებზე მარკეტერი გიორგი ბახუტაშვილს ესაუბრა:

bog qulebi2
M: გიორგი, იდეის ჩამოყალიბებისა და განხორციელების ეტაპებზე მოგვიყევი…
როდესაც პროფესიით მარკეტერი ხარ, მეუღლეც (თათა მდინარაძე) მარკეტერი გყავს და მეგობრებშიც შეგიძლია, გამონახო რამდენიმე განსხვავებული ადამიანი, რატომაც არა. სწორედ ასე მარტივად და გენიალურად დაიბადა სარეკლამო და მარკეტინგული სააგენტო Brandit-ის შექმნის იდეა, კომპანიის სახელზე ბევრი არ გვიფიქრია. წარმატების გზაზე მყოფ ყველა კომპანიას, არსებულ კონკურენტულ გარემოში საკუთარი ნიშა უნდა ჰქონდეს და შესაბამისად, ჩვენი კომპანიის სახელიც მოუწოდებს კომპანიებს ბრენდინგისკენ. (შექმნან მარტივად დასამახსოვრებელი სახელი, კრეატიული ლოგო და ბრენდბუქი). რაც შეეხება განხორციელების პროცესს, მარკეტინგის ხელმძღვანელი ვიყავი და მყავდა დიზაინერები დაქვემდებარებაში. შემდეგ ისე მოხდა, რომ დავიშალეთ და გადავწყვიტეთ, ბრენდინგის თემა შეგვემუშავებინა. პირველ რიგში, გავაკეთეთ ლოგო და ფეისბუკგვერდი, რომელიც ჩემი მეგობრის კრეატიული პოსტების შედეგად, წარმატებული აღმოჩნდა. მერე

მივხვდით, რომ კარგი იდეა იყო და ჯობდა, ბოლომდე მივყოლოდით.

M: რას სთავაზობს Brandit კლიენტებს?
Brandit სხვადასხვა ზომის, ფორმისა თუ ხასიათის მქონე კომპანიებთან თანამშრომლობს. ჩვენთვის ყველა მომხმარებელი ახალი გამოწვევაა, კომპანიას სურს, რომ სხვებისგან განსხვავებული იყოს, ჩვენ კი გვსურს, ჩვენი ყველა კომპანია განსხვავებული იყოს სხვა დანარჩენისგან. შესაბამისად, სირთულეც მეტია. კომპანიებს ვთავაზობთ:
– ბრენდინგს (ლოგო, ბრენდბუქი, ბრენდის პლატფორმა);
– ნეიმინგს;
– მარკეტინგულ კონსულტაციას;
– ციფრულ მარკეტინგს;
– სოციალურ მედია მენეჯმენტს;
– მედია განთავსებას;

– სარეკლამო რგოლების გადაღებას, სარეკლამო კამპანიების დაგეგმვასა და TV განთავსებას.

M: სად არის თქვენი სამუშაო სივრცე და მუშაობის როგორი სტილი გაქვთ?
საინტერესო იდეების თავმოსაყრელად, ზაფხულის პერიოდში, საკმაოდ კრეატიული სამუშაო გარემო გვაქვს მოწყობილი ღია სივრცეში. სახლის ვერანდა ოფისად ვაქციეთ და სტანდარტული სკამების, მრგვალი მაგიდების მაგივრად, პადონების ოთხკუთხა მაგიდის გარშემო ვიკრიბებით ხოლმე. თითოეული ახალი პროექტი, სწორედ ჩემ მიერ ზემოთ აღნიშნულ პადონებზე დაჯდომით ან წამოწოლით ან უბრალოდ ვერანდაზე რამდენიმე წუთიანი თავბრუსდამხვევი სიარულით იწყება. იდეების თავმოყრას დაფისა თუ ლეფტოპის ნაცვლად, პირდაპირ ასფალტზე ან შენობის კედელზე ვახდენთ. მიუხედავად იმისა, რომ არცთუ ისე ცოტა ვართ, სხვების აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, თუ საქმე ლოგოს არჩევას ეხება. ასეთ დროს, ჩვენი ვერანდა მეგობრების თავშეყრის ადგილს ემსგავსება, „მაფიოზობანას“ პრინპიცით, ქვის გამხეთქავი არგუმენტების საფუძველზე ვცხრილავთ ლოგოებს და გამარჯვებული მაფიოზი ლოგო ჩვენი მომხმარებლისაკენ თავაწეული მიდის.

M: Brandit-ის მიერ შესრულებული პროექტების ჩამონათვალი…
ჩვენ უკვე გავაკეთეთ ქართული ჩანთების მწარმოებელი ბრენდის – „გეფერინის“ რებრენდინგი, რომელმაც საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა. ასევე, Griff Inn Bazaleti-ს ბრენდინგი, რომელიც შარშან გაიხსნა ბაზალეთში და დღეს უკვე სასტუმროს აუზზე ერთი კვირით ადრეა შეზლონგების დაჯავშნა აუცილებელი. Delux development – სამშენებლო კომპანია, რომელიც საერთაშორისო ბაზრებზე გავიდა და დუბაის მოსახლეობა დაინტერესდა თბილისში აშენებულ კორპუსებში ბინების შეძენით.

Griff Inn Bazaleti logo design,ლოგოს დამზადება, ლოგოს დიზაინი, ლოგოების შექმნა, ლოგოების დამზადება, ლოგოს დამზადების ფასი, ბრენდინგი, ბანერების დამზადება, ლოგოტიპის შექმნა, ლოგოტიპების დიზაინი, ოპტიმიზაცია, facebook დიზაინი, ვებგვერდის დიზაინი, ლოგოების დიზაინი, ლოგოტიპების დამზადება, saitebis damzadena, logoebis damzadena, saitis damzadeba, logos damzadeba, Delux Development logo Design, ლოგოს დამზადება, ლოგოს დიზაინი, ლოგოების შექმნა, ლოგოების დამზადება, ლოგოს დამზადების ფასი, ბრენდინგი, ბანერების დამზადება, ლოგოტიპის შექმნა, ლოგოტიპების დიზაინი, ოპტიმიზაცია, facebook დიზაინი, ვებგვერდის დიზაინი, ლოგოების დიზაინი, ლოგოტიპების დამზადება, saitebis damzadena, logoebis damzadena, saitis damzadeba, logos damzadeba,

წყარო www.marketer.ge- Brandit | Marketer ახალი სარეკლამო სააგენტო სარეკლამო ინდუსტრიაში

ყველა უფლება დაცულია