fbpx
ჩაწერეთ რასაც ეძებთ
Brandit | History of Georgia startup

Brandit – მეგობრების მიერ შექმნილი სტარტაპის ისტორია

მეგობრების მიერ შექმნილი კომპანია Brandit სამი წელია რაც ბაზარზე ფუნქციონირებს.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი გიორგი ბახუტაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, კომპანიის მიზანი მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის კომპლექსური მომსახურების ხელმისაწვდომ ფასად მიწოდებაა.

„ჩვენი კომპანია დაახლოებით ერთი წლის წინ შეიქმნა. მეც, ჩემს მეუღლესაც და მეგობრებსაც მარკეტინგის მიმართულებით საკმარისი გამოცდილება გვაქვს და სწორედ ამის გამო დავიწყეთ საკუთარი საქმე ამ მიმართულებით,“-აღნიშნავს ბახუტაშვილი.

რა მომსახურებას სთავაზობს კომპანია მომხმარებელს

მომხმარებლებს ვთავაზობთ: ბრენდინგს (ლოგო, ბრენდბუქი, ბრენდის პლატფორმა); სლოგანის მოფიქრებას; მარკეტინგულ კონსულტაციას; ციფრულ მარკეტინგს; სოციალურ მედია მენეჯმენტს; სარეკლამო კამპანიების დაგეგმვას და ა.შ. ამ სერვისებიდან მოთხოვნა ძირითადად – ბრენდინგზე, ლოგოს დიზაინსა და სოციალურ მედია მენეჯმენტზეა.

Project Company Logo design, ლოგოს დამზადება, ლოგოს დიზაინი, ლოგოების შექმნა, ლოგოების დამზადება, ლოგოს დამზადების ფასი, ბრენდინგი, ბანერების დამზადება, ლოგოტიპის შექმნა, ლოგოტიპების დიზაინი, ოპტიმიზაცია, facebook დიზაინი, ვებგვერდის დიზაინი, ლოგოების დიზაინი, ლოგოტიპების დამზადება, saitebis damzadena, logoebis damzadena, saitis damzadeba, logos damzadeba,მოთხოვნა და ხელმისაწვდომობა

მარკეტინგული მომსახურების ხარისხი საქართველოში საკმაოდ მაღალია და ბევრი კარგი პროდუქტი იქმნება. ქართული კომპანიებიც ნელ-ნელა ხვდებიან, რომ მარკეტინგული საკომუნიკაციო გეგმის არქონის შემთხვევაში ბაზარზე ფეხის მოკიდება საკმაოდ რთულია. შესაბამისად, მარკეტინგულ მომსახურებაზეც მოთხოვნა უფრო და უფრო იზრდება.

რამდენად განვითარებულია ბაზარი და რამდენად მარტივია თავის დამკვიდრება?

ბაზარი საკმაოდ გაჯერებულია და ბევრი დიდი, მაღალი დონის მარკეტინგული სააგენტო საქმიანობს. რაც შეეხება თავის დამკვიდრებას, რთული არ არის, რადგან თუ მომხმარებელს კრეატივს შესთავაზებ, სხვა კომპანიებისთვის კონკურენციის გაწევას მარტივად მოახერხებ. ჩვენი კომპანიის შემთხვევაში ვფიქრობ, მთავარი უპირატესობა ის არის, რომ მომხმარებელს მაღალი ხარისხის მომსახურებას საკმაოდ ხელმისაწვდომ, დაბალ ფასად ვთავაზობთ.

სირთულები

ქართული კომპანიები ახლა გადადიან ამ სფეროზე. აქედან გამომდინარე ცოტა რთულია რაღაცეებში ბოლომდე გამოგყვნენ და დაგიჯერონ. შესაძლოა, ფიქრობენ, რომ ამით ბიუჯეტს ფუჭად დახარჯავენ. ამიტომ, ვფიქრობ, კარგი იქნება თუ გამოცდილ მარკეტინგულ სააგენტოებს მთლიანად ენდობიან.

„ბრენდითი“ თიბისი ბანკისა“ და „ჯეოსელის“ ერთობლივი პროექტის „ბიზნესდაჯილდოება 2017“-ის მონაწილეც იყო.. რატომ გადაწყვიტეთ ამ კონკურსში მონაწილეობა?

როდესაც „სტარტაპი“ ხარ, ძალიან მნიშვნელოვანია ცნობადობა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ „ბიზნესდაჯილდოება 2017-ში“ მონაწილეობა, ასევე ვიყავით „სტარტაპერის“ მონაწილეებიც და ვფიქრობ ამ პროექტების შედეგად, ხალხმა იმაზე მეტად გაგვიცნო, ვიდრე გვიცნობდა.

Brandit – მეგობრების მიერ შექმნილი სტარტაპის ისტორია

წყარო https://bpn.ge/biznesi/40603-brendithi-megobrebis-mier-sheqmnili-qarthuli-startapis-istoria.html?lang=ka-GE&fbclid=IwAR0XJG3TsH9RS9cK-4sX2gqCq3i9PbKKbyYmTzDAaIyd7TFynLe_DTtUxoc

 

ყველა უფლება დაცულია